გამარჯობა ყველას - Bonjour everyone !
ამ პერიოდში, სახის კანს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, ზამთარია, ახალი წელი იწყება და რათქმაუნდა ნაირნაირ საკვებს მივირთმევთ და ჩვენ ორგანიზმსაც უწევს 2 მაგად მუშაობა. ამ პერიოდმა შეიძლება სახის, რომელიმე ნაწილზე, სხვადასხვა გამონაყარგაგვიჩნდეს. ჩემი კანი, მშრალია და ლოყებზე ლაქებიც მაწუხებს ამიტომაც სკუთარ თავთან ბევრი ჭიდილის შემდეგ გადავწყვიტე საკუთარ თავს იმაზე მეტი დრო დავუთმო ვიდრე წინა წელს ვუთმობდი, რადგან როდესაც ლამაზები ვართ მეტად თავდაჯერებულები ვხდებით, მოკლედ მეგობრებო იმედი მაქვს ისიამოვნებთ.
•ძილი
ყოველ დღე ვცდილობ ავდგე 9 საათზე, უფრო სასიამოვნო და სასარგებლო იქნება თუ ავდგები 6-ზე, მაგრამ სამწუხაროდ გვიან დაძინება მიყვარს, მაგრამ კანისთვის სასურველია თუ ადრე დავიძინებთ და ადრე გავიღვიძებთ ამ დროისთვს კანი მეტად დასვენებული, ჯანსაღი და ლამაზია
•წყალი
ადგომის შემდეგ აუცილებელია ჩვენს ორგანიზმს მივაწოდოთ წყალი, მე მაგალითად ბოთლში ვაგდებ ლიმონს ვისაც სურვილი გაქვთ შეგიძლიათ ფორთოხალი გამოიყენოთ.ლიმონი კარგია, როგორც სახისთვის ასევე ორგანიზმისთვის
აუცილებელია სახის კანი დავიბანოთ თბილი წყლით და არა ცივით, რადგან კანს აუხეშებს და ზედაპირს აზიანებს. შეეცადეთ შხაპის დროს არ დაიწყოს სახის პროცედურების ჩატარება, ყოველთვის ეცადეთ ცალკე დრო გამოყოთ ამისთვის.
• სუფთა გაწმენდა -
პირველიი რასაც ვცდილობ, გავაკეთო ეს არის ჩემი სახის კანის გაწმენდა გლუვი დასაბანი საშუალებით და თბილი წყლით. მე ვიყენებ La petit olivie-ს სახის გამწმენდ ქაფს.
• აბაზანის პირსახოცი გამოიყენეთ მხოლოდ სახისთვის
სახის დაბანვის შემდეგ აუცილებელია სახე გავიშროთ, სუფთა პირსახოცით, რომლის დანიშნულებაც მხოლოდ სახის გაწმენდა იქნება. ეს აგვარიდებს ბაქტერიების და მიკრობების გავრცელებას ჩვენს სახის კანზე
კანის კარგად გასუფთავების შემდეგ, ვხმარობ კვიაში ერთხელ ან ორჯერ სკრაბს, ეს სახის დასაბან საშუალებას ეხმარება მოგვაშოროს დამატებით მკვდარი უჯრედები სახის კანიდან და ჩვენი კანი გახადოს უფრო გლუვი, სასაიმოვნო და მიმზიდველი, მოგეხსენებათ, რომ სკრაბი ხსნის ფორებს, ამიტომ მის დახურვაზეც უნდა ვიზრუნოთ, ამისთვის ვიყენებ თიხის ნიღაბს ეს გახსნის ფორებს ხურავს.
• გამოიყენეთ ტონერი
აუცილებელია გამოიყენოთ ტონერი ეს ამკვრივებს და ასუფთავებს კანს. გატაცებული ვარ - Body Shop- "ჩაის ხის ტონერით"! ბევრია, იპოვნეთ ისეთი, რომელიც შეესაბამება თქვენი კანის ტიპს და საჭიროებებს, შეგიძლიათ ის გამოიყენოთ ყოველდღე!
• გამოიყენეთ ეთერზეთები
მე ვერ გირჩევთ ერთ ეთერზეთს, ეს დამოკიდებულია თქვენი კანის ტიპზე. დაუთმეთ დრო და სთხოვეთ პროფესიონალს გაგიწიოთ რეკომენდაცია თუ რა სახის ეთერზეთი არის ყველაზე მეტად ადაპტირებული თქვენს კანზე და როგორ გამოიყენოთ ის.
• შეცვალეთ ბალიშის პირები
მართლაც მნიშვნელოვანია შეცვალოთ თქვენი თეთრეული ხშირად. მე ამას კვირაში ერთხელ ვაკეთებ, უბრალოდ თავს კარგად ვგრძნობ ახალ და კარგ სურნელოვან თეთრეულში!
Comments
Post a Comment